არასრულწლოვანი შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს

13 ოქტ 2021

13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს. 60 წლამდე ასაკის მამაკაცი პოლიციამ ხაშურში დააკავა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება მე-11 პრიმა და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს. 

ბრალდებული კი გუშინ დააკავეს.