აჭარის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით მთავრობას ეგზავნება

30 ნოე 2016

უმაღლესი საბჭო ბიუჯეტის პროექტს მთავრობას უბრუნებს. დეპუტატებმა 60-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირეს, რომელიც ძირითადად კაპიტალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება.  გაითვალისწინებს თუ არა დეპუტატების რეკომენდაციებს მთავრობა მას შემდეგ გაირკვევა, რაც პროექტს უმაღლეს საბჭოს აღმასრულებელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაუბრუნებს.