იაპონიის პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტს დაითხოვს

14 ოქტ 2021

იაპონია დღეს პარლამენტს დაითხოვს, რაც ქვეყანაში მიმდინარე თვის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინაპირობაა.

იაპონიაში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველს სურს მთავრობა, რომელსაც აქვს მოქმედების გეგმები პანდემიის დასასრულებლად და ეკონომიკის აღსადგენად.

იაპონიაში არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.