14 ოქტ 2021
რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზს პოლიტიკურ იარაღად არ იყენებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით, ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია და სიმართლეს არ წარმოადგენს.
ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში გაზის ფასის მკვეთრი ზრდა რესურსის ჭარბმა მოხმარებამ გამოწვია და კრიზისის თავიდან ასაცილებლად ევროპის ქვეყნებს მარაგების შესავსებად მეტი ბუნებრივი რესურსი უნდა შეესყიდათ.
მიმდინარე წლის იანვრიდან ევროპაში გაზის ფასი 250%-ით გაიზარდა.