ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის მეოთხედფინალშია

14 ოქტ 2021

29   წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსში მიმდინარე მასტერსზე, რომლის საპრიზო ფონდი 9  მილიონ 146  ათას  125 დოლარია, მე-3 მატჩი მოიგო და ამ რანგის ტურნირის მეოთხედფინალში კარიერაში პირველად გავიდა, რისი წყალობითაც 180 სარეიტინგო ქულა და 175 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

29-ე ნომრად განთესილი ბასილაშვილი ტურნირზე 24-ე რეიტინგის მქონე რუს კარენ ხაჩანოვთან ფავორიტად არ მოიაზრებოდა,  თუმცა, მაღალ დონეზე ითამაშა და შეხვედრა ორ სეტში 6:4, 7:6 მოიგო.

მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება.