კორონავირუსის 4212 ახალი შემთხვევა და ვაქცინაციის დაბალი ტემპი

14 ოქტ 2021

აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო სკოლების გახსნიდან ათ დღეში 75 კლასი სწავლების ონლაინ ფორმატს უბრუნდება,ერთი სკოლა სრულად დაიხურა, ასევე სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია  4 ბაღში. ბოლო დღეებში  ახალი შემთხვევების რიცხვი მზარდია. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის,  რომ ვაქცინაციის ტემპი ყოველდღიურად იკლებს და  შედეგად სრულად ვაქცინირებული მოსახლოების მხოლოდ 31%-ია, ერთი დოზით კი 35%.  დაბალი იმუნიზაციის ფონზე იზრდება ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევები.  კორონავირუსი კიდევ  4 ათას 212 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 134 აჭარაში.  გარდაიცვალა 38  მოქალაქე.  ბოლო დღე -ღამეში აცრა გაიკეთა აჭარაში 550-მა მოქალაქემ, ქვეყანაში კი  6 ათას 110-მა.  აჭარაში ორშაბათიდან 5 სოფელში ვაქცინაციის მარათონი დაიწყება.