ალიევი და ფაშინიანი მოლაპარაკებისთვის მზად არიან

16 ოქტ 2021

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად მზადყოფნას გამოთქვამენ. 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შეხვედრაზე აღნიშნა, რომ  სომხეთის რესპუბლიკა რუსეთისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მზად არის, აზერბაიჯანთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი დაიწყოს.