პრემიების ხარჯზე დაზოგილი 14 მილიონი ლარი

01 დეკ 2016

14 მილიონი ლარი დაიზოგა იმით, რომ არც ერთ საჯარო უწყებაში ე.წ. გიორგობის პრემია არ გაცემულა.  ამასთან მიმდინარე წლის ნოემბერში  მთავრობამ ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 მილიონი ლარით ნაკლები ხარჯი გასწია - ინფორმაციას სახელმწიფო ხაზინა ავრცელებს.  უწყების განმარტებით  100 მილიონი ლარი ჯამში ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ყველა სახელმწიფო თუ მუნიციპალური  ორგანიზაციის ბიუჯეტიდან დაიზოგა.