ბათუმში მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი პოლიციამ დააკავა

17 ოქტ 2021

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ძებნილი  1974 წელს დაბადებული დააკავეს.  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ღამით, ბათუმში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს –მათსავე საცხოვრებელ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.