კოვიდ-სტატისტიკა მსოფლიოში

17 ოქტ 2021

241 მილიონს აღემატება მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. გარდაცვლილთა რიცხვი კი 5 მილიონს აღწევს. მზარდია ვირუსის შემთხვევების რაოდენობა რუმინეთში, რაც არავაქცინირებულ ადამიანებს უკავშირდება.

ვიქტორიაში ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოებას 3 წლიდან დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.  ვირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის კანადა. ალბერტაში ინფიცირებისა და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის შესამცირებლად საზოგადოებას აცრისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.