ინდოეთში ძლიერი წყალდიდობაა

18 ოქტ 2021

ინდოეთის კერალის შტატში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.  ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან არიან დაკარგულებიც. გარდაცვლილთა შორის 5 ბავშვია.

კერალის შტატში ადიდებულმა წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი წაიღო და მეწყრული პროცესებიც გამოიწვია.

მეწყრის შედეგად დანგრეულ შენობებში მოყოლილი ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სამხედროები და ვერტმფრენებიც ჩაერთნენ.