თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

18 ოქტ 2021

თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამე მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, საბურთალოზე მოკლული ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სხვა დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ. 

ბრალდებული დაკავებული არ არის.