პორტუგალიისა და ესპანეთის პოლიციამ ნავიდან 5 ტონა კოკაინი ამოიღო

19 ოქტ 2021

პორტუგალიისა და ესპანეთის პოლიციამ ატლანტის ოკეანეში მცურავი ნავიდან, 5 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო.

სამართალდამცავებმა 183 ტომარა კოკაინით დატვირთული ნავი, პორტუგალიის სანაპიროდან 550 კილომეტრში ნახეს.

ეს მსოფლიოში იალქნიანი ნავიდან ამოღებული ნარკოტიკის რეკორდული რაოდენობაა. პოლიციამ საქმეზე ესპანეთის ორი და პერუს ერთი მოქალაქე დააკავა.