აშშ ავღანეთის საკითხზე მოსკოვში დაგეგმილ მოლაპარაკებებს არ დაესწრება

19 ოქტ 2021

აშშ ავღანეთის საკითხზე რუსეთის მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებებს არ დაესწრება, - როიტერის ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

ავღანეთის საკითხზე მოლაპარაკებებს მოსკოვი ოთხშაბათს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას „თალიბანის“, რუსეთის, ჩინეთისა და პაკისტანის წარმომადგენლები მიიღებენ.