ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე არავინ დაუკავებიათ

22 ოქტ 2021

ჯერ ისევ ეძებენ მამაკაცს რომელმაც გუშინ ე.წ  ნარკოლოგიურ საავადმყოფოსთან  ბათუმში  44 წლის კაცი მოკლა. შსს-ში არც იმას ამბობენ, დადგინდა თუ არა მკვლელის ვინაობა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

თვითმხილველთა ინფორმაციით, მოკლულის მიმართულებით ნიღბიანმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და მიიმალა.

დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღმოაჩნდა.