კიევში სკოლები ორი კვირით დაიხურა

22 ოქტ 2021

უკრაინის დედაქალაქში ეპიდემიური სიტუაციის გაუარესების გამო სკოლები ორი კვირით დაიხურა. მოსწავლეებს არდადეგები ხვალიდან დაეწყებათ. პანდემიის დაწყების შემდეგ უკრაინაში  ბოლო დღეების განმავლობაში კოვიდ-19-ით ინფიცირების და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. ქვეყანა ევროპაში ეპიდსიტუაციის მიხედვით მეორე ადგილზეა.  ბოლო 24 საათში  კორონავირუსმა  614 ადამიანი იმსხვერპლა. კოვიდინფიცირების ახალმა შემთხვევებმა კი  23 ათას 785 ადამიანს მიაღწია.