22 ოქტ 2021
თურქეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა მედიასაშუალებები ყარაბაღის კონფლიქტის გაშუქების გამო და თურქულენოვან ქვეყნებს დამოუკიდებელი საინფორმაციო სისტემისა და მედიასაშულებების შექმნისკენ მოუწოდა. უკონტროლოდ მოქმედი სოციალური ქსელები საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, საზოგადოებასა და სახელმწიფოების ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენმა ქვეყნებმა უნდა შექმნან დამოუკიდებელი საინფორმაციო სისტემა და მედიასაშუალებები ისე, როგორც ამას დღეს თურქეთი თავდაცვით სფეროში აკეთებს- განაცხადა ერდოღანმა თიურქული საბჭოს მედიაფორუმის მონაწილეებისადმი ჩაწერილ ვიდეომიმართვაში.