შეზღუდვები გოდერძის უღელტეხილზე

01 დეკ 2016

მაღალმთიანეთში თოვს. ხულოში თოვლის საფარი მაღალი ზონის  სოფლებში 10 სმ-ს აღწევს, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე  20 სმ-ია.   უამინდობის გამო ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა  რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულს, თუმცა ამ დროისთვის დენს ყველა აბონენტი შეუფერხებლად ღებულობს.  შეზღუდვები მოქმედებს გოდერძის უღელტეხილზე. გათოვდა შუახევის სოფლებშიც, სადაც თოვლის საფარი 3-6 სმ აღწევს.