ქვეყანაში მძიმე კოვიდპაციენტების რაოდენობა იზრდება

24 ოქტ 2021

გართულებული ეპიდვითარების ფონზე ეპიდემიოლოგები უკვე ფიქრობენ, რომ პროფესიულ ჯგუფებში ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ, ამის პარალელურად კი არავაქცინირებულ მოქალაქეებს შესაძლოა მალე მომსახურების ნაწილზე ხელმისაწვდომობა  შეეზღუდოს.

პრემიერ-მინისტრი კი საყოველთაო სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას გამორიცხავს.  ბოლო დღეების განმავლობაში დღეღამეში ვირუსით ინფიცირების  4000 დან 5000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. უქმე დღეების მიუხედავად კორონავირუსის სტატისტიკა არ მცირდება.