გამაგრებული კორპუსი ისევ ავარიულია

24 ოქტ 2021

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ მდგომარეობაზე ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა, ჩვენ  სარეაბილიტაციო თუ დაბზარულ კორპუსებზე  არაერთი სიუჟეტი მოვამზადეთ, ამჯერად მაუწყებელს ბათუმში ლერმონტოვის 102 ნომერში მცხოვრებლებმა მოგვმართეს.

მობინადრეები აცხადებენ, რომ  საცხოვრებელი კორპუსი დაბზარულია და ცხოვრება საფრთხის შემცველი. მცხოვრებლების თქმით კორპუსი 5 წლის წინ გაამაგრეს, თუმცა სამუშაოებმა შედეგი ვერ გამოიღო და ბზარები ისევ ჩნდება.