მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში აქცია გაიმართა

25 ოქტ 2021

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა და აქტივისტებმა ბათუმში, ე.წ. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, არჩევნებისთვის მზადების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.