უზბეკეთში საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაცხადეს

25 ოქტ 2021

უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის  ოფიციალური მონაცემებით,  უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში  შავკატ მირზოევმა გაიმარჯვა. იგი ქვეყნის უმაღლეს თანამდებობას  მეორე ვადით დაიკავებს. წინასწარი მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა ხმების 80.1% მიიღო. შავკატ მირზიოევი უზბეკეთის პრეზიდენტის მოვალეობებს 2016 წლიდან ასრულებს. მირზოევის ოთხივე ოპონენტი ხელისუფლების მხარდამჭერი  კანდიდატი იყო.  ცესკომ სამ ოპოზიციურ პარტიას   კანდიდატების რეგისტრაციის უფლება არ მისცა.