აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე სტიქია მძვინვარებს

25 ოქტ 2021

აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე ძლიერი შტორმი მძვინვარებს. უამინდობის შედეგად კალიფორნიის შტატში 160 ათასზე მეტი სახლი და შენობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ორეგონში - დაახლოებით 28 ათასი, ხოლო ვაშინგტონის შტატში - 170 ათასზე მეტი.  სტიქიური უბედურების რაიონში   ძლიერი ქარიშხლის შედეგად მოგლეჯილ ხეს ადამიანი ემსხვერპლა. ისინი მანქანაში ისხდნენ, რომელსაც ხე დაეცა. მეტეოროლოგების განცხადებით, ერთ დღეში ნალექის რეკორდული რაოდენობა მოვიდა.