„სამუშაოზე დაფუძვნებული სწავლება”- სამუშაო შეხვედრა

26 ოქტ 2021

„სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“, ამ თემაზე ქობულეთის პროფესიულ კოლეჯ „ახალ ტალღასა“ და ესტონეთის ქ.ვალგას პროფესიულ სასწავლებელს შორის ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ფორუმი ორმხრივ ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს, სადაც  გაცვლითი პროგრამით: კოლეჯის მენეჯმენტი, პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები გადამზადდებიან. დუალური სწავლების მოდელი  პირველ ეტაპზე ტურიზმის და სამშენებლო მიმართულებებს შეეხება.

პროექტის ფარგლებში სტუდენტები, ასევე პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან კოლეჯის პარტნიორ ბიზნეს კომპანიებში.