ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

26 ოქტ 2021

ხელვაჩაურის საკრებულომ ამ მოწვევის  ბოლო სხდომა გამართა.  მიმდინარე საკითხების განხილვის შემდეგ დეპუტატებმა  ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამეს.

ბოლო სხდომას არ დასწრებიან დეპუტატები ოპოზიციიდან. კითხვაზე, თუ რატომ ვერ შედგა 4 წლის განმავლობაში პოზიციასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა - დეპუტატები პასუხობენ, რომ მათ მცდელობა არ დაუკლიათ.

ამბობენ, რომ ხელვაჩაურის, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მთავარი გამოწვევა იყო და რჩება პანდემია, ასევე  უამინდობით გამოწვეული მეწყრული პროცესები.