რუსთავის ციხემ სააკაშვილს ახალი წესები დაუდგინა-ადვოკატები

26 ოქტ 2021

სატელეფონო ზარების აკრძალვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მნახველს წერილს აღარ გაატანენ - ციხიდან გამოსვლის შემდეგ კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ სააკაშვილისგან წერილის მიღების საშუალება იქნება ფოსტა, ან ადვოკატი. ამ წუთებში ექსპრეზიდენტთან ნიკა გვარამია იმყოფება.