აქცია მსვლელობა

02 დეკ 2016

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ველო მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილია - შშმ პირებისთვის ქალაქში  ინფრასტრუქტურის ადაპტირება. მარათონში ბათუმელი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ველო-მსვლელობა ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის” ორგანიზებით ჩატარდა.