ქობულეთის ახალი მერი მუშაობას შეუდგა

27 ოქტ 2021

არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ქობულეთის მერი დღეს უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. ლევან ზოიძე მთავარ  გამოწვევად  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ასახელებს. პირობა დადო სპორტსკოლის აშენების, პარკების მოწესრიგებისა და სოფლების წყალმომარაგების.