მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 246 მილიონს გადააჭარბა

29 ოქტ 2021

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 246 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს პლატფორმა უოლდმეტერსი აქვეყნებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18  მილიონზე  აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 46 მილიონ 600 ათასი  შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.