შტორმმა ქობულეთის სანაპიროზე ინფრასტრუქტურა დააზიანა

03 დეკ 2016

უამინდობის შედეგად დაზარალდა ქობულეთის სანაპიროც. ზღვიდან ამოტანილმა ნატანმა სავალი ბილიკი დაფარა, რომლის გაწმენდა დღესვე დაიწყო. ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი დაუზიანა. რა ოდენობის ზარალი მიადგა ქობულეთს - გამგეობის შესაბამისი კომისია ხვალ იმსჯელებს.