ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტი

03 ნოე 2021

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალი წარუდგინა.

დადგინდა, რომ მან გაწერა 48 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოს განახორციელა სამშენებლო მასალების მიწოდება, რა გზითაც მისსავე კომპანიებს შეუქმნა ყალბი აქტივი.  

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით.