თურქეთში დეზინფორმაციის გავრცელების ბრალდებით 30 ადამიანი დააკავეს

03 ნოე 2021

თურქეთში 30 ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტვიტერში ქვეყნის პრეზიდენტის შესახებ დეზინფორმაციული სტატუსების გავრცელების გამო აღძვრეს.

ჩატარებული ვირტუალური პატრულირების ფარგლებში აღმოჩნდა, რომ ტვიტერში ჩაშვებულია ჰეშთეგი - სიკვდილი. 

ამ ჰეშთეგის ქვეშ იდენტიფიცირებულია 30 ადამიანი, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და  სხვადასხვა სახის კონტენტს, რომელიც პრეზიდენტის სახელსა და ღირსებას შეურაცხყოფს.