ქედაში თოვს

04 დეკ 2016

თოვს  ქედის  მუნიციპალიტეტშიც.  უხვი ნალექის გამო დაბა ქედის მოსახლეობას ელექტრო ენერგია  შეზღუდვით მიეწოდება. “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, შეზღუდვა რამდენიმე საათში მოიხსნება.  მაღალი  ზონის  სოფლებში  თოვლის  საფარი 15-დან 20 სანტიმეტრს აღწევს. ქედის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, გადაადგილების მხრივ თოვლის საფარს პრობლემები არ შეუქმნია.