სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

04 დეკ 2016

სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - დათო ნიკოლეიშვილი გიორგი მღებრიშვილმა წარუდგინა. შს მინისტრის  განცხადებით, დაგეგმილია რომ სასაზღვრო პოლიციის ყველა სფერო დასავლური სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზდეს და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვოს.