ქართველები ე.წ. პანამის დოკუმენტებში

09 მაი 2016

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი ე.წ. პანამური დოკუმენტების შემცველ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. დოკუმენტებში 200 000-ზე მეტი ოფშორულ ზონაში არსებულ კომპანიებზეა საუბარი. ”პანამის დოკუმენტებში” 85 ქართველია მოხსენიებული. თეონა თურმანიძე შემოგვიერთდება ახალი ამბების სტუდიაში. თეონა, არის თუ ცნობილი იმ ქართველ ბიზნესმენთა  ვინაობა, რომლებიც ოფშორულ ზონებში კომპანიებს ფლობენ?