04 დეკ 2016
პროკურატურის თანამშრომლებმა ევროპის საბჭოსა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე პროკურატურის ტერიტორიული და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები გაეცნენ გასული წლის სტატისტიკურ მონაცემებს, 2017-2021 წლების პროკურატურის მუშაობის სტრატეგიას, ადამიანის უფლებების დაცვის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის და მოქალაქეებთან კომუნიკაციის საკითხებს, ასევე მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიას.