პასუხისგებაში მისცეს პირი, რომელიც ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებით 13 584 ლარს თაღლითურად დაეუფლა

09 ნოე 2021

აჭარაში ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამართალდამცველებმა პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი ორი კომპანიის სახელით, ურთიერთშორის ფიქტიურად გაწერა ჯამში 1 079 560 ლარის ღირებულების სამშენებლო/სარემონტო მომსახურების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც მისსავე კომპანიას შეუქმნა ჯამში 164 678 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, შედეგად, თაღლითურად დაეუფლა 13 584 ლარს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.