უკრაინაში აუცრელი პოლიციელები სამსახურიდან დაითხოვეს

09 ნოე 2021

უკრაინის ეროვნულ პოლიციაში კორონავირუსის წინააღმდეგ არავაქცინირებულ 405 თანამშრომელს მუშაობის უფლება შეუჩერეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

"ისინი არავაქცინირებული არიან და სხვებს საფრთხეს უქმნიან", - განაცხადა უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, დღეს უკრაინის ეროვნულ პოლიციაში 2 ათას 500 ადამიანია ინფიცირებული, თანამშრომელთა 95% კი კორონავირუსზე აცრილია.