ახალი საბაგირო კომპლექსი სვანეთში ზურულდის მთაზე

10 ნოე 2021

მზადება ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, სვანეთში, ზურულდის მთაზე  ახალი საბაგირო კომპლექსი შენდება, რომელიც წელსვე ამოქმედდება.

საბაგირო საწყის ეტაპზე საათში 1 800 მგზავრს გადაიყვანს.

სამშენებლო სამუშაოებს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დაკვეთით, ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია ახორციელებს.