ოპოზიციის საპროტესტო აქციები - დაკავებულია რამდენიმე პირი

10 ნოე 2021

ქვეყანაში პროტესტი გრძელდება. დილიდან ხმაურია სამ ლოკაციაზე, სადაც სახელმწიფო უწყებებია განთავსებული. ამ დროისთვის არსებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, პოლიციამ უკვე დაახლოებით 30 ადამიანი დააკავა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ  სამართალდამცველები დაკავების მიზეზებს არ ხსნიან და მათ პოლიციის მანქანებში ძალის გამოყენებით სვამენ.

ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და განმარტა, რომ საჯარო უწყებების ბლოკირება დაუშვებელია.