საპროტესტო აქცია სასამართლო პროცესის პარალელურად

10 ნოე 2021

საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს - ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული.

ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები სკანდირებითა და საყვირებით ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერას გამოხატავენ.

შეკრებილების მოთხოვნაა - "თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს".