გლდანის ციხეში სააკაშვილის უფლებადამცველებს ელოდებიან

11 ნოე 2021

გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში მოთავსებული ექსპრეზიდენტი შეწყვეტს თუ არა შიმშილობას უცნობია, ასევე უცნობია რას ფიქრობს ადამიანის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ჯერ-ჯერობით სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან არ გამოჩენილან მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები, ცნობილია, რომ დღეს მასთან შესახვედრად  თინა ბოკუჩავა მივა. გვიან ღამით დასრულდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გამოკითხვა.

რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებს.