სირიელი მამაკაცის ცხედარი პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე

14 ნოე 2021

პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე მიგრანტი კაცის ცხედარი იპოვეს, პოლონეთის პოლიციის ცნობით, გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი სირიელია.

ცხედარი ტყეში ნახეს. მედიის ცნობით, ამ დროისთვის, ორი ქვეყნის საზღვართან 4 ათასამდე მიგრანტია დაბანაკებული. პოლონელი მესაზღვრეების ინფორმაციით, ბელარუსული მხარე მიგრანტებს საზღვარზე ღობის გარღვევაში ეხმარება. მიმდინარე წლის მხოლოდ ერთ თვეში (აგვისტოში), პოლონეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, 8-ჯერ მეტი ადამიანი დააკავეს, ვიდრე მთელი 2020 წლის განმავლობაში.