დეკანოზი მამალაძე სამოქალაქო კლინიკაშია გადაყვანილი - ციხის ექიმის განცხადება

15 ნოე 2021

პატიმარი მღვდელი "ვივამედის" კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ  გიორგი მამალაძეს "კოვიდ 19" დაუდასტურდა.

სასულიერო პირის ადვოკატს კი ეჭვი ეპარება, რომ დეკანოზი კორონავირუსის გამოა გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში. 

კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, დეკანოზის ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გათვალისწინებით, ექიმებმა მსჯავრდებულის კერძო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს.