ვაშინგტონის შტატის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

16 ნოე 2021

შეერთებულ შტატებში წყალდიდობის გამო ვაშინგტონის შტატის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიხურა სკოლები და შეიზღუდა სატრანსპორტო მოძრაობა.

ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 150 ათასზე მეტი აბონენტი.

500-ზე მეტი ადამიანი თავშესაფარშია გადაყვანილი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.