სროლა აშშ-ში - დაჭრილია 6 მოსწავლე

16 ნოე 2021

სროლა შეერთებულ შტატებში - კოლორადოში სკოლასთან ახლოს მდებარე პარკში 6 მოსწავლე დაჭრეს. ყველა მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ავტომობილიდან ცეცხლი რამდენიმე ადამიანმა გახსნა. მოტივი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.