''ყველა დღე უნდა იყოს ადამიანის უფლებების დღე”- ცოტნე ანანიძე

09 დეკ 2016

„ყველა დღე უნდა იყოს ადამიანის უფლებების დღე“ -ასე ეხმაურება თარიღს  უმაღლესი  საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. განცხადებაში, რომელიც  უმაღლესი  საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, საუბარია  ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის  მნიშვნელობაზე.  დოკუმენტი გაერო-ს გენერალურ ასამბლეამ 1948 წლის 10 დეკემბერს მიიღო.  საქართველოს კონსტიტუცია მთლიანად აღიარებს დეკლარაციის და ადამიანის უფლებათა სხვა საყოველთაო პრინციპებს. საქართველოს პარლამენტმა დეკლარაციის რატიფიცირება 1991 წლის 15 სექტემბერს მოახდინა.