აშშ რეგულაციები

23 ნოე 2021

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი გერმანიასა და დანიაში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მოქალაქეებს ამ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

უწყებამ დანიასა და გერმანიაში მოგზაურობასთან დაკავშირებით გაფრთხილების უმაღლესი, მეოთხე დონე გასცა, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ ევროპის ამ ქვეყნებში მოგზაურობისგან. ამასთან, პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა რეკომენდაცია, რომ მოქალაქეებმა გერმანიასა და დანიაში „არ იმოგზაურონ“.

გერმანიაში ბოლო დღეების განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, იმ რეგიონებში, სადაც საავადმყოფოები გადავსებულია, შეზღუდვები დააწესოს.