ახალი შტამი "ომიკრონი" სავარაუდოდ, ევროპაში მალე გავრცელდება

27 ნოე 2021

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრში  სპეციალისტები შიშობენ, რომ შესაძლოა, ახალი შტამის „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინები ნაკლებად ეფექტიანი იყოს, ასევე, შესაძლოა, დაიწიოს ბუნებრივად გამომუშავებულმა იმუნიტეტმაც.

ამის მიუხედავად, ექიმები ამბობენ, რომ ნებისმიერი ვარიანტის შემთხვევაში, ვაქცინები მძიმედ მიმდინარე დაავადებისა და გარდაცვალების წინააღმდეგ მაღალ შედეგს აჩვენებს.