სააკაშვილი სასამართლოსთვის ემზადება

28 ნოე 2021

1 დღე მიხეილ სააკაშვილის სასამართლომდე. დაესწრება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი პროცესს  7 ნოემბრის საქმეზე დღეს უნდა გახდეს ცნობილი. მიხეილ სააკაშვილს დღეს პირად ექიმი და კონსილიუმის წევრები მოინახულებენ.

მედიკოსის გუშინდელი განცხადებით მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სასამართლო პროცესისთვის ემზადება.